რატი იონათამიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად განხორციელდება

საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება.

„თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე იქნება დამაზიანებელი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ის მოუწოდებს ოპოზიციას, დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

„მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს