გიგი უგულავა - საერთოდ არ მსიამოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩემს ქვეყანაზე საუბრობს, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, რადგან ამას თავისი ხიფათი, მინუსები აქვს

საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და ეს სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც არც კორონავირუსით შებურული, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს.

“შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. მოხდება ეს აღკვეთის ღონისძიების ჩანაცვლებით თუ მოხდება პრეზიდენტის შეწყალებით, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტი უნდა შედგეს და ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა გადაიშალოს. საერთოდ არ მსიამოვნებს ის, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები იმიტომ, რომ ამას თავისი ხიფათი, მინუსები, პრობლემები მოსდევს ქვეყნისთვის, არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს იმიტომ, რომ მათი ქმედებიდან ეს არ გამომდინარეობდა, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და ეს სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც არც კორონავირუსით შებურული, ის რაც სიმართლეა და რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული უნდა იყოს შენთვის, ეს ვალდებულება უნდა შეასრულო იმიტომ, რომ თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებებების მიღება, მაგრამ ამაზე უფრო მეტად საჭიროა, როცა ამ გადაწყვეტილებას, ვალდებულებას აიღებ, ის უნდა შეასრულო. ასეა ადამიანურ ურთიერთობაში, ასეა საერთაშორისო პოლიტიკაში და ასეა შიდა პოლიტიკაში”, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა