გიგი უგულავა - გიორგი რურუასთან ერთად ჩვენ უახლოეს ისტორიაში ეს სამარცხვინო ფურცელი უნდა დავასრულოთ

ახლა მთავარი არ არის და არც აქამდე არ ყოფილა კონკრეტულად ჩვენი თავისუფლება. გიორგი რურუასთან ერთად ჩვენ უახლოეს ისტორიაში ეს სამარცხვინო ფურცელი, პოლიტპატიმრების ეპოქა და მასზე ხელისუფლების რეაგირება - ეს თემა უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში განაცხადა.

როგორც უგულავა განმარტავს, იმისათვის, რომ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან ამოვიდეს, პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო, რაც არჩევნების გზით წელს მოხდება.

„საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ცვლილებები აუცილებელია იმ ქარიშხლის მოსაგერიებლად, რა ქარიშხლის წინაშეც დღეს ვდგავართ. კაცობრიობას ოდითგანვე სამი რამე აწუხებდა, ეს არის: ომი, პანდემია და შიმშილი. ამ საერთაშორისო პანდემიის შემდეგ, ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც, ჩვენ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და ექნება. მიუხედავად იმისა, ვის მოწონს დღევანდელი ხელისუფლება და ვის არა, უნდა გვესმოდეს, რომ მტკივნეული ცვლილებებია საჭირო, ბიუჯეტის შეკვეცაა საჭირო, ბიუროკრატიის შეკვეცაა საჭირო, გადასახადების დაწევაა საჭირო, ქამრების ძალიან შემოჭერაა საჭირო, ინვესტორებთან მუშაობაა საჭირო, ამისთვის სასამართლოა საჭირო, ეს მთავრობა ამას ვერ შეძლებ! ამიტომ, თუ გვინდა ეკონომიკური კოლაფსიდან ამოვიდეთ, ამას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები და ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება არჩევნების გზით ამ წლის ბოლოს“, - განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა