რომან კაკულია - ფაქტობრივად, არავინ კითხულობს, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად

ფაქტობრივად, არავინ კითხულობს, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვის გარეშე ასეთი ტიპის დასკვნები გააკეთოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია სოციალურ ქსელში წერს.

კაკულია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს, ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ატერორებს თავის ოპონენტებს”.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საჭიროა როგორც ევროკავშირის მხარდაჭერა, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია, რამდენადაც, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო სიღრმისეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემები კი შემდეგია: თუ ბატონი კუბილიუსი, მიუხედავად მისდამი, პირველ რიგში, მისი თანამდებობიდან გამომდინარე პატივისცემისა, ფიქრობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დამოკიდებულია ამაზე, თუ იმ სამი ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება არის ასეთი მნიშვნელოვანი, მაშინ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვქონია საქმე, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის რეალური ხარისხის თვალსაზრისით, ასევე ჩვენთან, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების სერიოზულად აღქმის თვალსაზრისით, თავად ევროკავშირის მიერ. ფაქტობრივად, არავინ კითხულობს, რას ფიქრობს ამაზე საქართველოს მოსახლეობა, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვის გარეშე ასეთი ტიპის დასკვნები გააკეთოს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს, ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ატერორებს თავის ოპონენტებს, რადგან ასეთი მოცემულობის შეცვლისათვის 2012 წელს ფაქტობრივად თავი გადადო მთელმა საქართველომ და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მოცემულობა შეცვლილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ ძალიან რთულ თემასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს