თორნიკე შარაშენიძე - კონგრესმენებისა და სენატორების გზავნილი უპრეცედენტოდ მძიმეა - თუ იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ხელისუფლებას მაინცდამაინც პომპეომ მიმართოს, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება

კონგრესმენებისა და სენატორების გზავნილი უპრეცედენტოდ მძიმეა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ აწერს ხელს, - ამის შესახებ GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი წერილით მიმართვას. მისივე შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ საქმეს იქამდე მიიყვანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიმართოს, უკვე ძალიან გვიანი იქნება.

„ეს გზავნილი უპრეცედენტოდ მძიმეა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ აწერს ხელს. აქამდე, როცა მსგავსი წერილები იწერებოდა, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ჩააფრინდებოდა ხოლმე დეტალს, რომ ამ წერილებში ნახსენები იყო კომპანია „ფრონტერა“, რომელიც რაღაც ეჭვებს ბადებდა. ამ კომპანიის გარშემო რაღაც კითხვები არსებობს, მაგრამ ახლა ისეთი ვიღაცები აწერენ ხელს და პლუს ამას, წერილში მოხსენიებულია, რომ ამ მდგომარეობაში ბევრი ამერიკული კომპანიაა. გარდა ამისა, იქ საუბარია ირანთან კავშირებზე და ამერიკისთვის ირანი დაახლოებით იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ქსოვილი. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ძალიან მკვეთრი და მძიმე წერილია.

ტედ კრუზი ერთეულ სენატორზე გაცილებით მეტია. მაიკ პომპეოს მიმართავენ პირდაპირ და თუ იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ მაინცდამაინც პომპეომ მიმართოს, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა