თორნიკე შარაშენიძე -  გუშინ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე აშკარად არ ჩააყენეს საქმის კურსში და სალომეს პატიმრები ისე შეაწყალებინეს - ეს აშკარა იყო და მათი სახეები, ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება

გუშინ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე აშკარად არ ჩააყენეს საქმის კურსში და სალომეს პატიმრები ისე შეაწყალებინეს. ეს აშკარა იყო და მათი სახეები, ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება. კობახიძეს თავი მაგარი ვიღაც ჰგონია და ამ დროს, გამოიყენეს და „გადააგდეს“, - ამის შესახებ GIPA-ს პროფესორმა, ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. შარაშენიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, „ჯერ პოზიცია „გააპრავებინეს“ ხან ამერიკელებთან, ხან გერმანელებთან, შემდეგ კი ყველაფერს ხაზი გადაუსვეს.“

„ვის ჯერა ახლა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. გუშინ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის სახეები იყო. გუშინ აშკარად არ ჩააყენეს საქმის კურსში და ისე შეაწყალებინეს სალომეს პატიმრები. ეს აშკარა იყო და მათი სახეები, ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება. განცხადების გაკეთებისას მათ ნერვიულობა ეტყობოდათ იმიტომ, რომ არაფერი გააგებინეს და „გადააგდეს“. კობახიძეს თავი მაგარი ვიღაც ჰგონია და ამ დროს, გამოიყენეს და „გადააგდეს“. მისთვის გამოყენება უფრო უარესი იყო, ვიდრე „გადაგდება“. გამოიყენეს იმ გაგებით, რომ გაუშვეს ხან ამერიკელებთან, ხან გერმანელებთან, „გააპრავებინეს“ და დააცვევინეს პოზიცია, მერე ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერ ამას ხაზი გადაუსვეს და ეს ორი ადამიანი გამოუშვეს,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებებმა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ რეიტინგზე ცუდად იმოქმედოს, შარაშენიძე პასუხობს, რომ „გადაგდების“ მცდელობით მმართველმა გუნდმა საქმე თვითონ გაიფუჭა.

„აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენი მედიკოსები ნორმალურად უმკლავდებოდნენ კორონაკრიზისს და ამის წყალობით „ოცნებამ“ ქულები დაიწერა, მაგრამ ამ „გადაგდების“ მცდელობით ძალიან გაიფუჭა საქმე. 3 კვირის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, გეტყოდით, რომ „ქართულ ოცნებას“ კვლავაც აქვს არჩევნების მოგების შანსი იმიტომ, რომ კორონაკრიზისს ხელისუფლება და მედიკოსები უმკლავდებიან, მაგრამ ახლა უკვე თვითონ გაიფუჭა საქმე, აბსოლუტურად არაფრის გამო. ყველას „გადაგდება“ მოინდომეს, მათ შორის ამერიკელების და ამერიკელები ერთხელ მოგითმენენ, ორჯერ მოგითმენენ მერე უკვე დამთავრდა. შეიძლება ითქვას, ამოუყვანეს ყელში, რამდენჯერ უნდა მოატყუო?!“ - განაცხადა შარაშენიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს