ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავასა და პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკთან ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრისას კუბილიუსმა გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა და 8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმობის სრულიად განხორციელების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“გიგი უგულავამ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევმნების შემდეგ, ევროკავშირთან უფრო აქტიურ დაახლოებას შეძლებს.

საუბრისას, ასევე, განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგისა და ქვეყნის წინაშე მდგარი რისკების შემცირების გზები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ