ტურიზმის ადმინისტრაცია - სასტუმროებთან  სამუშაო შეხვედრები  დასრულდა და დარგთან ერთად შეჯერებული ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება

სასტუმროებისა და ტურისტული ასოციაციების, ასევე მცირე, საშუალო და ბრენდული სასტუმროების წარმომადგენლებთან რიგით მესამე, დასკვნითი სამუშაო შეხვედრა შედგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარგისგან დასმული ყველა საკითხი ახალი გაიდლაინებისა და წესების შესახებ სახელმწიფომ გაითვალისწინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილოს ინიციატივით გამართულ დასკვნით შეხვედრას ბიზნეს ომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდნენ.

„ჩვენ შევთანხმდით რეგულაციების საბოლოო ფორმულირებაზე და სრული ჰარმონია გვაქვს ახალ ნორმებთან დაკავშირებით. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაჟღერებული იყო როგორც ბრენდული, ასევე მცირე, საშუალო სასტუმროების ინტერესები. ჩვენ წინა შეხვედრებზე მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები, რაც გავითვალისწინეთ სხვადასხვა უწყებებთან ერთად მუშაობის შედეგად და დღევანდელ ფორმატში დავაკმაყოფილეთ მათი თხოვნა, მიუხედავად იმისა რომ გვიწევს საკმაოდ მკაცრი რეგულაციების დანერგვა, ჩვენი მიზანი იყო დარგის მოსაზრებების გაზიარება, რათა საოპერაციო კუთხით არ შექმნოდათ სირთულეები და შეფერხებები , განსაკუთრებით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებს, ამიტომ ახალი რეგულაცია იქნება საკმაოდ გაჯერებული - მკაცრი, თუმცა ბიზნესის საოპერაციო სპეციფიკის სრული გათვალისწინებით. გაიდლაინები მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება, მოხარული ვარ რომ ამ კუთხით ჩვენ წარმოვადგენთ ერთ- ერთ პირველ ქვეყანას რომელმაც სწრაფად შეიმუშავა გაიდლაინები საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, “-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი გაიდლაინებისა და წესების დარგთან საბოლოო შეჯერებას წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალური განხილვა უსწრებდა, სასტუმროების ხლმძღვანელებს ჯერ დოკუმენტის სამუშაო ვერსია დაეგზავნათ, შემდგომ მათი კომენტარები ადმინისტრაციამ მოისმინა, რასაც უწყებრივი სამუშაოები მოჰყვა და საბოლოოდ ისევ დარგთან შეხვედრაზე შეჯერდა და დაკმაყოფილდა ყველა დეტალი.

სასტუმრო ბიზნესის სრული სპექტრის წარმომადგენლებთან გამართული დასკვნითი შეხვედრის ფარგლებში სასტუმრო ინდუსტრიის საოპერაციო საკითხების დეტალებზე შედგა საუბარი. ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და რეგიონებში არსებული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელები.

სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით წინა შეხვედრებზე დასმული ძირითადი მოსაზრებები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ბოლომდე გაითვალისწინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის სამნისტროს წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს თანამშრომლობისთვის და ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო