ირაკლი ოქრუაშვილი - სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო

„სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

„ის შეცდომა დავუშვი, რომელ შეცდომასაც უშვებდა ივანიშვილი პირობითად გუშინწინ“, - აღნიშნა მან. ოქრუაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რევანშის გრძნობა არავის მიმართ არ აქვს.

„ამ ყველაფრის შედეგად არავის მიმართ არ მაქვს რევანშის გრძნობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვრონ მშვიდად. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, არამედ ამ ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს და ყველას შვილებისთვის იყოს ნორმალური გარემო. ადრე თუ გვიან დამთავრდეს ეს დავიდარაბა და ვკამათობდეთ, ვდავობდეთ იმაზე, თუ როგორი იქნება სოციალური სფერო, განათლება, როგორი იქნება უსაფრთხოება და არა იმაზე, ვინ იქნება ხვალ პარლამენტში და როგორი წარმომადგენლობით“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა