ესპანეთი საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას გეგმავს, ქვეყანაში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია,“ - აღნიშნა სანჩესმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის დაახლოებით ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა, მთავრობის ანტიკრიზისული მოქმედებები და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გააპროტესტა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა.

ცნობისათვის, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 27 563 ადამიანია დაღუპული, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 230 698-ს აღწევს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს