მარინა ეზუგბაია - შემთხვევები ძირითადად ბოლნისის რაიონიდანაა, ამიტომ შეუძლებელია თქმა, რომ ეს ზრდა შეზღუდვების მოხსნის გამოა

გაზრდილი შემთხვევები ძირითადად არის ბოლნისის რაიონიდან, ამიტომ შეუძლებელია თქმა, რომ შეზღუდვების მოხსნის გამო არის ეს ზრდა ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნასთან იყოს დაკავშირებული.

მისი თქმით, დაინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა ძირითადად ბოლნისის ორ სოფელში ხდება, სადაც კონტაქტების მოძიება და დიაგნოსტირება ხდება.

„გაზრდილი შემთხვევები ძირითადად არის ბოლნისის რაიონიდან. ეს არის ბოლნისის რაიონში არსებული კონტაქტები. წყაროს შიგნით ხდება ეს. ამიტომ შეუძლებელია თქმა, რომ შეზღუდვების მოხსნის გამო არის ეს ზრდა. ძირითადად ორ სოფელში ხდება ახალი პაციენტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება. მათი დაკარგვა უფრო საშიში იქნებოდა. რთულია მათთან, მოსახლეობასთან კონტაქტი და მოძიება, თუმცა მაინც ხდება და კარგია. ეს არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების თავიდან ბოლომდე გამოკლევა რთული არაა. უბრალოდ დრო სჭირდება. მთავარია, რომ ბოლნისის გარეთ არ გადის“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს დილით კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18-ს შეადგენს, საიდანაც 8 ბოლნისში დაფიქსირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო