ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის შემსუბუქების ღონისძიებებზე ისაუბრა

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის შემსუბუქების ღონისძიებების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. ონლაინ შეხვედრაში ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ასოციაციაში შემავალი 20-მდე კომპანიის ხელმძღვანელი მონაწილეობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, შესაძლებელი ხდება უფრო მეტი საკრედიტო-საფინანსო რესურსებით სარგებლობა, მათ შორის, მეღვინეობის დარგისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ რაც შეიძლება მინიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ აისახება შექმნილი ვითარება მეღვინეობის სექტორზე. ასოციაციის წევრ მსხვილ კომპანიებს გავაცანი კონკრეტული შეთავაზებები, რომელსაც ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. აღნიშნული გეგმის თანახმად, შესაძლებელი ხდება უფრო მეტი საკრედიტო-საფინანსო რესურსებით სარგებლობა, მათ შორის, მეღვინეობის დარგისთვის. არსებული ვითარების მიუხედავად, რთველის პერიოდს მომზადებული უნდა შევხვდეთ, გვქონდეს ტექნოლოგიურად გამართული საწარმოები. მეწარმეებმა უნდა გააგრძელონ დარგში ინვესტირება და კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თინა კეზელის თქმით, კომუნიკაცია კრიზისების დროს, ძალიან მნიშნველოვანია.

„საქართველოს ხელისუფლებამ დარგის წასახალისებლად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ვიდრე სხვა უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა. სამინისტროს მხრიდან არსებობს კონკრეტული ინიციატივები, როგორც მცირე საწარმოების, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. კომუნიკაცია კრიზისის დროს ძალიან ღირებულია, რათა სწორად გამოვიყენოთ ეს პერიოდი შემდგომი მოქმედებისთვის”, - განაცხადა თინა კეზელმა.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს დაემატა ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების დაფინანსება. თანადაფინანსების პროცენტი ნაცვლად 8%-სა იქნება 11%. თანხობრივი ლიმიტი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდე.

ასევე ყურძნის გადამუშავების მიმართულებით არის სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტი, რომლის ფარგლებში სესხი გაიცემა 1,500,000 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიების წარმომადგენლებს პანდემიის დროს შექმნილ ვითარებაში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის გაწეული დახმარებისთვის. კომპანიებმა „ბოლერო”, „გრუზვინპრომი”, „ტიფლისი დისტილერი”, „ყვარლის სარდაფი”, „კავკასიან ალკო” და „ასკანელი ძმები” გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო ინვენტარი შეიძინეს.

იხილეთ ვიდეო: სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო