ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი თვეზე მეტია არ დაფიქსირებულა. ინფიცირების 6 ფაქტიდან კი ორი სხვა ქვეყნიდან არის იმპორტირებული, დანარჩენი ლოკალური გადაცემის შემთხვევაა.

გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში ჩინეთის საავადმყოფოებიდან გამოჯანმრთელებული კიდევ 8 პაციენტი გაწერეს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში მთლიანობაში დაინფიცირების 82,947 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 4 633 პაციენტი დაიღუპა. 78 227 ადამიანი დაავადებისგან განიკურნა.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 6 ადამიანს გამოუვლინდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო