ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს "თბილისი პრაიდი" ონლაინკონფერენციით აღნიშნავს

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს "თბილისი პრაიდი" ონლაინკონფერენციით აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"იმ პირობებში, როდესაც პირისპირ ვერ ვხვდებით ერთმანეთს, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, ჩვენ გიწვევთ ონლაინ დემონსტრაციაზე 17 მაისს, 18:00 საათზე" , - ნათქვამია ინფორმციაში.

მათივე ინფომაციით, ონლაინ კონფერენციაზე რამდენიმე სპიკერი გამოვა.

"გაგაცნობთ ჩვენი დემონსტრაციის "ერთად გადავრჩებით! - 17 მაისი ონლაინ" სპიკერების ნაწილს: ლუიზა ვინტონი - საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი. მოხსენება: "საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოში ლგბტქი უფლებათა დაცვის კუთხით"; ელენე ხოშტარია - საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მოხსენება: "პოლიტიკოსებისა და პარლამენტის როლი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში"; დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. მოხსენება: "საკანონმდებლო ორგანოს როლი ლგბტქი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში".

შემოგვიერთდით დღეს, 17 მაისს, 18:00 საათიდან! , - ნათქვამია ინფორამციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა