მეუფე იაკობი უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - სახელმწიფოს თუ თავის ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთოს

უგულავას და ოქრუაშვილს უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი, მაგრამ აღნიშნულში რომ პოლიტიკა იყო ჩარეული, ჩანდა , - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, საპატიმროს გიორგი რურუაც დატოვებს. მის დაპატიმრებას მეუფე იაკობი ტელევიზიას უკავშირებს.

„უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი უგულავას და ოქრუაშვილს, მაგრამ აღნიშნულში რომ პოლიტიკა იყო ჩარეული, ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ. თუნდაც, ტელევიზია ავიღოთ-"მთავარი", რურუა არც ვიცოდი ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე პირადად, რასაც ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში. ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი და ამიტომ გეუბნებით.

რურუასაც გაუშვებენ. ტელევიზიაზე რომ მისი მეპატრონეობა არ ყოფილყო, ვის სჭირდებოდა? აქამდე დაიჭერდნენ დაჭერა, რომ ნდომებოდათ. ვერ დაიჭერდნენ?“- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ამ პირების გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ ამნისტია უნდა გამოაცხადოს.

"მივულოცე გათავისუფლება და ნებისმიერს მივულოცავ. სახლმწიფოს თუ თავის ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან.შეიძლება, ამერიკელებისთვის ბევრი პოლიტიკური დევნილი იყოს, ან რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის, მაგრამ რისთვის იძახიან ისინი, რომ პოლიტიკური დევნილები არიან - შეიძლება, რაღაც არ მოსწონთ ხელისუფლების და თუნდაც ამის გამო, აღიარებენ პოლიტიკურ დევნილად“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა