წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის ახალი საფუძველი მზადდება, რის შემდეგაც, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროექტის თანახმად გზა 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდება.

მათივე ცნობით, კომპანია "ჯივიპის" მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლისა და წყალარინების ქსელები უკვე განახლდა. ორი ქსელი კი, კომპანია „სილქნეთმა“ გამოცვალა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაციისთვის 242 415 ლარი გამოიყო.

„წყნეთში გზების რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩა კაპიტალურად განახლდება. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა მიწისზედა ფართობის მოწესრიგება მიმდინარეობს, რაც გზის საფარის აღდგენას გულისხმობს. მინდა, აქ მაცხოვრებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო, თუმცა, შედეგად, ჩვენ ხარისხიან გზას, განახლებულ წყლისა და წყალარინების ქსელებს მივიღებთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს