საჩხერეში მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავება სავარაუდოდ, ბიზნესმენის საქმიანობას უკავშირდება

საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული, ბესიკ ივანაშვილი ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ქუთაისში უკვე შეხვდა მისი უფლებადამცველი ავთო ბუცხრიკიძე.

მისი განცხადებით, მის დაცვისქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია, ამიტომ დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე არ ისაუბრებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მომხდარი ბიზნესმენის საქმიანობას უკავშირდება და არა გავრცელებულ ბრალდებას.

მისი თქმით, უნდოდათ ბიზნესმენის საქმიანობის სხვებთან დაკავშირება, რაც არ გამოვიდა. ავთო ბუცხრიკიძის თქმით, მომხდარის დეტალები მალე გაირკვევა, ასევე არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის წარდგენის გარეშე გამოუშვან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა