რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების 9 709 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 94 პაციენტი

რუსეთში, ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 9 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დრომდე ქვეყანაში, Covid-19 სულ 281 752 ადამიანს გამოუვლინდა.

რუსეთში ვირუსი ყველაზე მეტად დედაქალაქშია გავრცელებული. მოსკოვში ინფექცია ამ დრომდე 142 824 ადამიანს დაუდასტურდა. გარდა ამისა, რუსეთში ბოლო ერთ დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 94 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანად ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 2 631-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ვირუსისგან 4 207 ადამიანი განიკურნა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 67 000-ს აჭარბებს. რუსეთი დაინფიცირებულთა რიცხვით „ჯონს ჰოპკინსის“ უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 9 709 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 94 პაციენტი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს