მეუფე იაკობი - ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ხალხს დავხოცავდით, გადავდებდით რაღაცებს? - ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა ეკლესიის კლასტერი

ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით და გადავდებდით რაღაცებს და რაღაცას გამოვიწვევდით? - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ღმერთმა ეკლესიის კლასტერი დაიფარა.

„ღმერთმა ყველას შეუნდოს, ყველას თავის ცოდვები აქვს, ჩემგან დაწყებული სხვებსაც. უბრალოდ, აწი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში უნდა ვეძიებდეთ სათნოა თუ არა უფლისთვის რაღაც საქციელი. ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა რომ ჩვენ რა ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით და გადავდებდით რაღაცებს და რაღაცას გამოვიწვევდით? ხო ხედავთ ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა ეკლესიის კლასტერი" , - აღნიშნა მეუფემ.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრს ტყუილად არ ეძახიან.“

„ხომ ხედავთ, ვინ არ დააჩოქა, რომელი ვითომ ე.წ. დიდი იერარქი არ დააჩოქა პატარა კორონავირუსმა, რომელიც მიკროსკოპშიც არ ჩანს. ღმერთთან არ უნდათ ქედი მოიდრიკონ და იმას უდრეკენ. ადამიანს ადამიანის სახეს არ დაგვიტოვებენ ცოტა ხანში, მაინც და მაინც ნიღბით უნდა იარო ადამიანმა? ღმერთმა სახე მოგვცა, სადაც არ არის საჭირო იქ არ უნდა იარო, სადაც საჭიროა სიფრთხილე უნდა დაიცვა ადამიანმა“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მან ასევე ჟურნალისტებს მიმართა.

"ეს რა არის, ამ ბოლოს დედებზე და ქალებზე რომ წავიდა შეტევა? ბოდბის მონასტერისნაირი ბევრი გინახავთ საქართველოში და მსოფლიოში? ვის ებრძვით? როგორ შეიძლება, წმინდა ნინოს სამფლობელოსთან, სადაც ტაძარი აშენდა, თურმე ვიღაცის მამაპაპისეული მიწა იყო...როგორ იყო მამაპაპისეული? როგორ შეიძლება? მაპატიეთ, ქართველი ადამიანები იდიოტები არ ვართ" , - აღნიშნა მან.

მეუფემ ასევე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ საპატიმროდან პატრიარქის მისამართით გავრცელებულ გზავნილზე გააკეთა კომენტარი.

"ვულოცავ, რომ გამოვიდა ციხიდან , მაგრამ თავის თავზე უნდა ეფიქრა, იქიდან რომ მოუწოდებდა პატრიარქს. რა გაგიკეთებია? - შენს თავს მიხედე. თქვენი დარიგება არ გვჭირდება, გარედან არავის დარიგება არ გვჭირდება. დარიგება თუ გინდათ მოდით წყნარად დაგვარიგეთ და თქვენგან დასარიგებელი, გიცნობთ ყველას და არავისგან არაფერი გვაქვს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო