კანადის საჰაერო ძალების რეაქტიულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინციდენტი პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში მაშინ მოხდა, როცა საჰაერო აკრობატიკის გუნდის, Snowbirds-ის, საფრენი აპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების გამხნევების მიზნით მისასალმებელ გადაფრენას ახორციელებდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა კატაპულტირება განახორციელა.