მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლნისიდან და ასევე, კარანტინის სივრციდან 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთი მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელებას ელოდება.

„ბოქსირებულ სექტორში არის 51 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 43. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 10. 2 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტებიდან 6 არის ახალი. ისინი არიან გადმოყვანილი ბოლნისიდან და კარანტინიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 4 პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელებას, აქედან ერთ-ერთი ბავშვია," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკას ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს