სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის რეკორდული 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4823-ს მიაღწია.

ამასთან, დროის ამავე პერიოდში, სომხეთში ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რიცხვმა 61 შეადგინა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით კი, ქვეყანაში საერთო ჯამში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალება არა კორონავირუსს, არამედ სხვა თანხმლებ დაავადებას უკავშირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა