ლევან რატიანი - ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი გვყავს, 28 კოვიდინფიცირებული - სავარაუდოდ, მალე ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კლინიკას 4 გამოჯანრთელებული პაციენტი დატოვებს. მისი თქმით, კლინიკაში იმყოფება 28 პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო დანარჩენებთან კლინიკური პათოლოგიები არ ვლინდება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს - 28 კოვიდინფიცირებული. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკითაა. დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ვაკვირდებით, ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხებს და იმედია, რამდენიმე დღეში ყველა დატოვებს კლინიკას. ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა. 28-დან მხოლოდ ერთი ითვლება მძიმედ, დანარჩენი 27-თან პრაქტიკულად არანაირი კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. გავწერეთ 4 და დღეს ველოდებით 11 პირველად პასუხს და იმედია, ესენიც დატოვებენ კლინიკას. მალე, სავარაუდოდ, ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა, სავარაუდოდ, მალე კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა - ლევან რატიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო