ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები სახალხო დამცველსა და ბავშვთა უფლებების დამცველებს საქმის მონიტორინგისა და პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ

ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, საქმის საპროცესო შეთანხმებაში ჩაიდო პირობა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებაში მონაწილე პირები ბრალდების მხარის სასარგებლოდ მისცემდნენ ჩვენებებს. მათივე განმარტებით, აღნიშნული საპროცესო შეთანხმება მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ თავს დამნაშავეებად არ სცნობენ.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ჩვენებების მიცემა ჩვენს საწინააღმდეგოდ. საპროცესო შეთანხმებაში ჩაიდო პირობა, რომ საპროცესო შეთანხმებაში გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებები მისცემენ ჩვენებებს ჩვენს წინააღმდეგ, იმ ჩვენებებს, რომლებიც ბრალდების მხარეს სურს. მოვუწოდებთ სახალხო დამცველის აპარატს და ბავშვთა უფლებების დამცველებს, რომ ჩაერთონ ამ საქმეში და მონიტორინგი გაუწიონ, თუ რა უსამართლობას აქვს ადგილი ჩვენს პროცესში. დასაშვებად სცნეს ის მტკიცებულებები, რომელიც არც სასამართლოს აქვს და არც ჩვენ არ გადმოგვეცა. ყველა საპროცესო შეთანხმება, რაც შესთავაზეს მათ, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენებები მისცენ ჩვენს წინააღმდეგ. იძლევიან იმ ჩვენებებს, რაც ბრალდების მხარე უნდა. აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებას სამართალთან და სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს ყველაფერი არის ტყუილი და ბრალდების მხარის ჩვენებები," - განაცხადა ბრალდებული სოფიო ყვარანაშვილის ინტერესების დამცველმა ნიკოლოზ წულეისკირმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით 2019 წლის სექტემბერში 11 პირი, ხოლო 2019 წლის დეკემბერში კიდევ 11 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგები. ჯამში აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ დააკავა 22 პირი.

„ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა,“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო