„თავისუფალი საქართველო“ - მაშინ, როდესაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლება ქამრების შემოჭერას გვპირდება, უზენაესი სასამართლო თანხების ფლანგვას აგრძელებს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია, უზენაესი სასამართლოს მიერ 194 700 ლარის ღირებულების, ლუქს კალასის ავტომობილების პირდაპირი წესით შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი მოცულობის თანხების დახარჯვა, ძვირადღირებული ავტომობილების შესაძენად, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუღებელია, მით უმეტეს მიმდინარე კრიზისის პერიოდში. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლება ქამრების შემოჭერას გვპირდება, უზენაესი სასამართლო თანხების ფლანგვას აგრძელებს.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა იმყოფება ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში და გაჩერებულია ეკონომიკა, ხელისუფლება ქამრების შემოჭერას გვპირდება. თანხების სიმწირის გამო, სახელმწიფო თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ, კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, 300 ლარიან კომპენსაციას ჰპირდება, თუმცა ამავდროულად უზენაესი სასამართლო აგრძელებს თანხების ფლანგვას და 194 700 ლარის ღირებულების ავტომობილების შეძენას ახდენს. კერძოდ, 2019 წლის „მაზდას“ მარკის ლუქს კალასის ავტომობილებს ყიდულობს. „თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოცულობის თანხების დახარჯვა ძვირადღირებული ავტომობილების შესაძენად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს მიმდინარე კრიზისის პერიოდში“, - განაცხადა მაქაცარიამ.

შოთა მაქაცარიას კომენტარს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა