თბილისში წელს საზაფხულო ბაღები არ იფუნქციონირებს

თბილისში საზაფხულო ბაღები წელს არ იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

„თბილისში, სააღმზრდელო პროცესი სექტემბრამდე არცერთ ბაღში არ განახლდება. დღეს ეს რეალობა გვაქვს. ჩვენც დამოკიდებულები ვართ მთავრობის გადაწყვეტილებებზე და ეპიდსიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება კერძო ბაღებს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ზაფხულში სააღმზრდელო პროცესი არც აქ განახლდება.

ამასთან, როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტს გატანას ბაგა-ბაღებიდან ივნისის ბოლომდე შეძლებენ.

რაც შეეხება 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას, 12 ივნისს დაიწყება და ორ ეტაპზად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს