გიგი უგულავა - პრობლემა ჯერ არ არის ამოწურული და სანამ გიორგი რურუა საპატიმროში იქნება, პრობლემა დარჩება

ჩემი პირველი და მოკრძალებული ამოცანა დღეს არის ჩვენი ოპოზიციური კოლეგებისთვის გამარჯობისა და მადლობის თქმა, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე მისულმა „ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვიდრე გიორგი რურუა საპატიმროდან არ გათავისუფლდება, ხელისუფელებასთან მიღწეული შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. მისი ინფორმაციით, იქამდე, სანამ შეთანხმება არ შესრულდება, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„პრობლემა ჯერ არ არის ამოწურული და სანამ გიორგი რურუა საპატიმროში იქნება, პრობლემა დარჩება. შესაბამისად, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ იქნება მიჩნეული და აქედან გამომდინარე, იმოქმედებს ოპოზიცია ზუსტად ისე, როგორც მოქმედებდა პარასკევ დღემდე, ვგულისხმობ იმ დღემდე, სანამ მოხდებოდა ჩემი და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება იმიტომ, რომ არ არსებობს სანახევრო შეთანხმებები, არსებობს შეთანხმებები, რომლებიც დაცული უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ ამ ჩიხიდან, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა ქვეყანა, გავიდეთ დროზე. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შერცხვენა კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება არ არის სრულად შესრულებული და შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს ვერ დაუჭერს მანამდე მხარს, სანამ შეთანხმება სრულად არ არის შესრულებული,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო