ნიკა მელია - გიორგი რურუას გასათავისუფლებლად ივანიშვილს დასჭირდება მორჩილი ბატონი შოთაძე - პროკურატურა უბრალოდ გამოიჩენს „კეთილ ნებას“

ეჭვგარეშეა, ოლიგარქს გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკამ მელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამჯერად რურუას გასათავისუფლებლად ივანიშვილს დასჭირდება არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ - „მორჩილი ბატონი შოთაძე“.

ბიძინა ივანიშვილს ხომ შეეშინდა 8 მარტის შეთანხმების ვერასრულების. ამიტომ გახდა ის იძულებული, რომ გაეთავისუფლებინა ოქრუაშვილი და უგულავა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი სუბიექტი, ასევე იყო გიორგი რურუა. თუ გიორგი რურუას არ გამოუშვებს ციხიდან, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება, ანუ ოპოზიციური პარტიები მხარს არ დავუჭერთ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესშივე არის, რომ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა, გაათავისუფლოს, თანაც ამ შემთხვევაში მას არ დასჭირდება სალომე ზურაბიშვილი, მას დასჭირდება მორჩილი ბატონი შოთაძე. პროკურატურა უბრალოდ გამოიჩენს „კეთილ ნებას“ და გნებავთ სამაჯური გაუკეთონ რურუას, ფაქტია ეს ადამინი უნდა გათავისუფლდეს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა