გიგი უგულავა - რომ არა ხალხის ზეწოლა ჩვენზე, ჩვენ ერთად არ დავდგებოდით - რომ არა ჩვენი ერთად ყოფნა და ჩვენი ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც უცხოელები არაფერს არ იზამდნენ

რომ არა ხალხის ზეწოლა ჩვენზე, ჩვენ ერთად არ დავდგებოდით. რომ არა ჩვენი ერთად ყოფნა და ჩვენი ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც უცხოელები არაფერს არ იზამდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს სიტყვა უნდა შეასრულებინოს.

„ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს თავისი სიტყვა უნდა შევასრულებინოთ. ეს იმისთვის კი არაა, რომ მისი მორალური სახე გაუმჯობესდეს, ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ეს არჩევნები, რომელიც ახლა ეპოქალური მნიშვნელობისაა, უკეთესად ჩატარდეს, რადგან თუ შეთანხმება დაირღვევა, თუნდაც იოტისოდენადაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არჩევნებზე ის უბედურებას მოიმოქმედებს. უბედურებისთვის ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ მორალურად და წელში გამართულად. წელში გამართული კი ვიქნებით მაშინ, როცა ჩვენ ჩვენ პრინციპებს ბოლომდე დავიცავთ. ზუსტად ასე იყო, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა პრინციპებზე უკან დახევა არ ყოფილა. სწორედ ეს არის მოქნილი, ჭკვიანი დამოკიდებულება, რომ ხარ პრინციპების ერთგული და მოქმედებ ისე, რომ იყოს შედეგი, რადგან, საბოლოო ჯამში, მოქალაქეებს შედეგი აინტერესებთ. ყოველთვის ამბობენ, რომ უცხოელების ზემოქმედება და უცხოელების ზეწოლა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ, რომ არა ხალხის ზეწოლა ჩვენზე, ჩვენ ერთად არ დავდგებოდით. რომ არა ჩვენი ერთად ყოფნა და ჩვენი ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც უცხოელები არაფერს არ იზამდნენ. ამიტომ საბოლოო ჯამში, ამ ჯაჭვის სათავეში არც უცხოელები და არც ჩვენ ვართ, ამ ჯაჭვის სათავეში არის ხალხი, რომელსაც უნდა ცვლილებები და ჩვენ უნდა ვემსახუროთ ამ ხალხის ნებას," - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო