ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის თქმით, პეკინი მომდევნო ორი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანას 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება, კორონავირუსისგან გამოწვეული ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით.

„ჩინეთი მომდევნო ორი წლის მანძილზე 2 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაიხდის, რათა ვირუსით დაზარალებულმა ქვეყნებმა შეძლონ ვირუსით გამოწვეული ზარალის შემსუბუქება, განსაკუთრებით ეს ეხება განვითარებად ქვეყნებს“,-განაცხადა ძინპინმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონფერენციის გახსნისას.

ცნობისთვის, კორონავირუსი კოვიდ-19 თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, საიდანაც მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. მოგვიანებით, ჩინეთი ვირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში მსოფლიო ლიდერებმა და მედიამ არაერთხელ დაადანაშაულა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა