ლევან გოფოძე - ჯერჯერობით სოციალური დისტანცირება, მასიური შეკრებებისაგან თავის არიდება ძალაში უნდა დარჩეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად ერთი მძიმე პაციენტია, რომელთანაც ბოლო ორი დღეა სტბაილიზაციის ნიშნები იკვეთება. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში სულ 63 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 43 კორონავირუსითაა ინფიცირებული.

მისივე თქმით, დღეს კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

„ დღეს კიდევ ერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტს გავუშვებთ. უბრალოდ ახლა ვარკვევთ სად წავა იზოლაციაში. კიდევ 6 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლო ორი დღეა კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ მიგვიღია. ჩვენთან რამდენი პაციენტიც გაიტესტა PCR ტესტით მათგან არც ერთს არ დაუდასტურდა საბედნიეროდ. ერთი მძიმე პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე , ორმხრივი პნევმონიით, ასაკოვანი პაციენტია და ბოლო ორი დღეა სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება, რაც გარკვეულ იმედებს გვიტოვებს, რომ შესაძლოა დადებითი დინამიკა გაჩნდეს, მაგრამ ამას ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერ ვიტყვით. თუმცაღა, პროგრესი გარკვეულწილად არის მის მკურნალობაში. გვყავს კიდევ რამდენიმე პაციენტი პნევმონიით, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“,-აღნიშნა გოფოძემ.

რაც შეეხება შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას, კლინიკის დირექტორის თქმით, ჯერჯერობით სოციალური დისტანცირება, სახლში დარჩენა, მასიური შეკრებებისგან თავის არიდების რეკომენდაცია ძალაში რჩება.

„ მე ვთვლი, რომ ჯერჯერობით მაინც სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის დაცვა, მასიური შეკრებებისაგან თავის არიდება ძალაში უნდა დარჩეს. რაც არ უნდა იყოს, ჯერჯერობით ქვეყანაში არიან კოვიდინფიცირებული პაციენტები, ასე რომ ინფექცია არის, ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დავიცვათ ჯანმოს რეკომენდაციები“,-აღნიშნა გოფოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა