ანგელა მერკელი - რაც მეტად ვითანამშრომლებთ, მსოფლიო უფრო მალე დაძლევს პანდემიას

მსოფლიო პანდემიას უფრო სწრაფად დაძლევს, თუ მას ერთობლივად შეებრძოლება-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ონლაინ კონფერეციაზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არის ლეგიტიმური, გლობალური ორგანიზაცია, სადაც ყველა თემა იყრის თავს. სწორედ ამიტომ, ეს ის შემთხვევაა, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეგვიძლია მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება“,-აღნიშნა მერკელმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიას მარტო ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. „დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ ამ პანდემიას გადავლახავთ. რაც უფრო მეტად ვითანამშრომლებთ, მიზანს უფრო სწრაფად მივაღწევთ“,-განაცხადა მერკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა