ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - ვიმედოვნებთ, გიორგი რურუა საპატიმროს მალე დატოვებს, შემდეგ  კი პარლამენტი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს

ჩვენი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიიღეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა და დღევანდელმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია.

"პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად. ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის, და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის.

ჩვენი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე. ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია.

ჩვენ, ოპოზიციური პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებულ მოქმედებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს