ლადო კახაძე - დედამიწაზე თამბაქოს, ნარკოტიკების პანდემიაა და კიდევ უზნეობის, ეს ცალკე კატეგორიაა, ამაში არ გადის

უმრავლესობის დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, კორონავირუსთან ერთად, დღეს დედამიწაზე თამბაქოსა და ნარკოტიკების პანდემია არსებობს. როგორც მან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბიოლოგიური სიკვდილის გაცოცხლება არ შეიძლება, ხოლო ეკონომიკის- კი.

„დედამიწაზე თამბაქოს, ნარკოტიკების პანდემიაა და კიდევ უზნეობის, ეს ცალკე კატეგორიაა, ამაში არ გადის. ამ მდგომარეობაში, როდესაც გაურკვეველ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ ვირუსის შტამს, მსოფლიო დღესაც ვერ თანხმდება, ვინ დადგეს პირველ ადგილზე- ჯანმრთელობა თუ ეკონომიკა. ეს დღესაც დავის საგანს წარმოადგენს. განმარტებისთვის მინდა ვუთხრა ყველას, ოპონენტების ორივე მხარეს, ბიოლოგიური სიკვდილის გაცოცხლება არ შეიძლება, ეკონომიკის კი. კაცობრიობამ ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ სულისა და სხეულის ერთიანობა განაპირობებს ჯანმრთელობას“,-განაცხადა კახაძემ.

მან თამბაქოს მოხმარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა და განმარტა, რომ დაუშვებელია, ადამიანის სიკვდილის ხარჯზე, ვინმემ მოგება ნახოს.

„აბა დავუკვირდეთ, ახალგაზრდობისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი რა გავხადეთ ამ უბედურებასთან ერთად? როგორ ვიქცევით, რას ვლაპარაკობთ, რას ლაპარაკობს ტელევიზია, ეს ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომია. მათი გონება, ტვინი დაბეჩავებულ დღეში გვყავს და იმ ბავშვებს საშველი არ აქვთ. სასწაულად მომხვდა ყურზე- „თამბაქოს მოგება“. როგორ შეიძლება, თამბაქომ რამე მოიგოს სხვისი სიცოცხლის ხარჯზე, სიკვდილის ხარჯზე მოგება არ ვიცი. იქ წერია, თამბაქოს ინდუსტრიამ მოიგო 600 მილიონი. ერთი კაცის სიკვდილი 600 მილიონი ღირს?!“,-განაცხადა კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა