თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ფორმატი რჩება იგივე, ერთიანი საკუთარ პოზიციებში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპოზიციური ფორმატი რჩება იგივე, ერთიანი საკუთარ პოზიციებში, ისეთივე მტკიცე, როგორიც იყო აქამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და გათავისუფლდეს გიორგი რურუა, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობის დამსახურებაა, რომ 8 მარტის შეთანხმების გარკვეული ნაწილი შესრულებულია.

"ეს აისახება იმაში, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი თავად ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და გათავისუფლდეს გიორგი რურუა. ამისთვის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებამ მიმართოს. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსიტუტციო ცვლილებებს, რომელიც გადაიყვანს ქვეყანას უფრო პროპორციულ საარჩევნო მოდელზე და მოგვცემს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის არჩევის შესაძლებლობას. ახლა მხოლოდ და მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება დაბრკოლებად, იმაში რომ ეს 8 მარტის შეთანხმების კომპონენტი ჩავთვალოთ შესრულებულად და გადავიდეთ მეორე კომპონენტის შესრულებაზე, რომელიც საკონსიტუციო ცვლილებებს ეხება. კონსენსუსზე დამყარებული კონსტიტუციის მიღება არის ის დაკვეთა, რაც აქვს ქართველ ხალხს," - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს გაიმართება, იმ დროს არსებული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად. ამასთან, ბოკუჩავას თქმით, საერთო მაჟორიტარებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ჯერჯერობით, გაურკვეველია რამდენი სამაჟორიტარო ოლქი იქნება 30 თუ 73.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა