გიგა ბოკერიას განცხადებით, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა საზოგადოება და საქართველოს მეგობრები ელოდებიან გიორგი რურუას გათავისუფლებას, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ქართული საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მეგობრები, ყველა ელის გიორგი რურუას გათავისუფლებას, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას პარლამენტში, შემდეგ არსებით გაუმჯობესებას საარჩევნო კოდექსის საერთაშორისო რეკომენდაციებისა და პარტიებს შორის არსებითი კონსენსუსის საფუძველზე, შემდეგ არსებითად უფრო ნორმალურ არჩევნებს და შემდეგ ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში ეს ეხება ივანიშვილის გუნდს, შეგუებას მშვიდად ჩვენი ამომრჩევლის ვერდიქტის, რაც მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩამოცილების ტოლფასი. ამის შემდეგ ჩვენ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს ამ ჩიხიდან, პირველ რიგში ეკომონიკური ჩიხიდან და განახორციელოს სწრაფი რეფორმები სასამართლოში, რომ ისტორიული ამოცანა გადავჭრათ.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, დიახ, კოორდინაცია მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იქ, სადაც ეს მომგებიანია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად, მოხდება”, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა