კონკურსზე - “ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს

კონკურსზე - “ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ADAMI Media Prize ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ADAMI Media Prize იწვევს ტელეკომპანიებს, შემოქმედებით სტუდიებს, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს და სხვა მედია-პროფესიონალებს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

„მოხარულები ვართ, გახსნილად გამოვაცხადოთ კონკურსი - “ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 2020”. მონაწილეობის მისაღებად, ვიწვევთ ტელეკომპანიებს, შემოქმედებით სტუდიებს, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს და სხვა მედია-პროფესიონალებს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ADAMI Media Prize-ი განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროექტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების თემებს. ADAMI Media Prize უნიკალური შესაძლებლობაა მედია-პროფესიონალებისთვის, წარმოადგინონ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები. ექვსივე ნომინაციის გამარჯვებულები, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით ან გრანტით. ძირითადი ჯილდოების გარდა, ჟურნალისტური გამოცდილების მქონე თითოეულ მონაწილეს, ეძლევა შესაძლებლობა შეავსოს განაცხადი ADAMI-ს სტიპენდიაზე და გაიაროს სტაჟირება ევროპის უმსხვილეს კომპანიებში. ნომინანტები მიწვეულნი იქნებიან ADAMI Media Prize-ს გალა-დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2020 წლის 10 დეკემბერს.

საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო 2020 წლის 5 მაისს. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2020 წლის 15 ივლისი.

ADAMI Media Prize გაიცემა ექვს კატეგორიაში: 1. ADAMI Media Prize გასართობი პროგრამებისა და ფილმებისთვის (მხატვრული) 2. ADAMI Media prize საინფორმაციო პროგრამებისა და ფილმებისთვის (დოკუმენტური) 3. ADAMI Media Prize ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის (დოკუმენტური) 4. ახალგაზრდა ADAMI Media Prize 5. ADAMI Online Prize ვებ-გვერდებისთვის 6. ADAMI Online Prize ონლაინ-ვიდეოებისთვის. კონკურსში მიიღება განაცხადები მედია-პროდუქციაზე, რომელიც ეთერში 2018 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მედია-პროდუქტს კულტურული მრავალფეროვნების თემაზე, მაგრამ არ იცით რომელ კატეგორიას მიაკუთვნოთ, დაგვიკავშირდით: office@adamimediaprize.eu ან +995 595474477 (viber, whatsapp, telegram)“- აღნიშნულია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: adamimediaprize.eu/competition-2020

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო