მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერი განახლდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ მისამართზე 1 600 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ლედ განათების სისტემა, საჩრდილობელი და ყველა საჭირო ინვენტარი.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. ამ ქუჩაზე ეს მხოლოდ ერთი გარე სკვერია. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული და კეთილმოწყობილი დასასვენებლი სივრცე შევქმნათ და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ აწარმოა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 179 799 ლარი დაიხარჯა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო