რომან კაკულიას განცხადებით, პენსია მიმდინარე პრობლემების ფონზე საკმარისი არ არის, თუმცა მთავრობა აკეთებს იმას, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებშია

პენსიების ინდექსაცია ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ მიბმული იქნება არა, ამა თუ იმ პიროვნულ გადაწყვეტილებასთან, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტი, ზოგადად ქვეყნის განვითარების ტენდენციები იქნება ასახული პენსიაზე და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

კაკულია მიიჩნევს, რომ არსებული პენსია მიმდინარე პრობლემების ფონზე არ არის საკმარისი. თუმცა, მისივე თქმით, მთავრობა აკეთებს იმას, რაც მისი შესაძლებლობის ფარგლებშია.

„არის თუ არა, საკმარისი არსებული პენსია? დღევანდელ გამოწვევებს ვგულისხმობ, მნიშვნელოვანია ვნახოთ მთლიანად საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც ახლა ამ პროცესებთან დაკავშირებით მოხდება, ამის შემდეგ დავინახოთ ყველა პარამეტრის ცვლილება და შევაფასოთ მთლიანობაში ერთად, რა მოიკლო ამ მთავრობამ თავისთვის, რა პროგრამები შეკვეცა, რამდენად შეძლო მაქსიმალური თანხების მოზიდვა და შემდეგ როგორი ლოგიკით გაანაწილა თანხები სოციალურ დახმარებასა და განვითარებას შორის.

ვინც მთლიანობაში გააკეთებს ამ ანალიზს, ჩემი აზრით, მას აქვს კომპეტენტური აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით, რამდენად რელევანტური იყო, თუ არ იყო, რომელიმე სექტორში ფულის დახარჯვა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა