გია ვოლსკი - „ოპოზიციური კლასტერი“, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა, კიდევ არაერთ მიზეზს დაასახელებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდეს

კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი და ოპოზიციური „კლასტერისთვის“, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა, ეს თემები არ არის საინტერესო, ვინაიდან მათთვის პერსპექტივა ძალიან დაბალია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას. მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ დესტრუქციული რეჟიმი მათი მთავარი პოლიტიკური მექანიზმი იყოს.

„ძალიან ბევრი თემაა, რომელიც ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, ეუთო/ ოდირის შენიშვნები არის, ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს ბოლომდეც მივიდა. კონსტიტუციური ცვლილებებია ბოლოს და ბოლოს განსახორციელებელი. მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური „კლასტერისთვის“, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა. არ არის საინტერესო, ვინაიდან პერსპექტივა ძალიან დაბალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ დასახელდება არაერთი მიზეზი იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებზე შეთანხმებას, ეს ზოგადი საუბარი რასაკვირველია, მეათეხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღების მიქცევისთვის არის გამოყენებული“,-აცხადებს ვოლსკი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა