ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელი და ცინიკურია ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების პირობებს ასრულებს.

ამასთანავე ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური ჯგუფები კორონავირუსული პანდემიის დროს მაქსიმალურად ცდილობს ყურადღების ცენტრი საზოგადოების ჯანმრთელობიდან იმ პოლიტიკურ თამაშზე გადაიტანონ, რასაც თავად ეწევიან.

„ფიქრობ, ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ თამაშით, რასაც ოპოზიციური ჯგუფები ეწევიან. ჩვენ, სახელისუფლებო გუნდს, საზოგადოებასთან ერთად, გვაქვს გამოწვევა, რომ საბოლოოდ ღირსეულად გავართვათ თავი პანდემიასთან ბრძოლას. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენი საზოგადოების ინტერესები და მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. ორიენტირებულები ვართ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, თუმცა ოპოზიციის ეს ჯგუფები ცდილობენ, რომ ყურადღების ცენტრი ჩვენს საზოგადოებაზე ზრუნვიდან სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ, მთავარი აქცენტირება გააკეთონ არა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე, არამედ ამ პოლიტიკურ თამაშზე, რასაც ისინი ეწევიან. ვინაიდან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ის შეთანხმება, რომელიც შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სადაც ჩვენ დავდეთ პირობა, რომ შევიტანთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში, ამ პირობას ვასრულებთ. ჩვენი მხრიდან მზაობა, რომ ეს ცვლილებები შესრუდეს, არის. გუნდი არის ორიენტირებული იმისკენ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეულ თამაშს აწარმოებს ოპოზიცია და სერიოზულად არ უყურებს ამ საკითხს“, - განაცხადა ანრი ოხანაშავილმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს სრულად შესწევს უნარი და აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციური ცვლილებები განახორციელოს, ეს არ აძლევს ოპოზიციურ ჯგუფებს იმის უფლებას, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ და მხარი არ დაუჭირონ ცვლილებებს.

„ყველა მხარე თანაბრადაა ვალდებული, შეასრულოს პირობა, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არის ფუნდამენტური და სახელმწიფოს ვერც ერთი დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ვრჩებით ამ პრინციპის ერთგული. იმედი მაქვს, ამ თამაშს თავს დაანებებს ოპოზიცია, გადმოვა საქმიან რეჟიმზე, ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც აიღო ჩვენი პარტნიორების წინაშე და აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭეროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა ყველამ ერთად შევძლოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, მაღალი სტანდარტით გამართული არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მხრიდან ამისთვის სრული მზაობაა. არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო ერთი კონკრეტული პირის სახელით. დაუშვებელია და საზოგადოების მიმართ ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო