ეკატერინე ტიკარაძე ჯანმოს ასამბლეაზე  - საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია-მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა

საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანმო-ს 73 ასაბლეა Covid-19-ის თემას მიეძღვნა. მსოფლიო ლიდერებმა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებზე ისაუბრეს.

„დაწყებული იანვრის თვიდან საქართველოს მთავრობა იღებდა მკვეთრ ზომებს Covid-19– ის გავრცელების წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირების გამოყენებით, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციით და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ცხელების პროგრამების დანერგვით.

ტექნოლოგიურმა საშუალებებმა მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგრძელებინა სწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ ონლაინ სამუშაო პლატფორმებს. დავნერგეთ სპეციალური აპლიკაცია - Stop Covid თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ თავის განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მობილიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.

„ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური მთავრობა, გაეროს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მზად არის დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობისა და შესაბამისი ინსტიტუციების ერთობლივი და უაღრესად კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ინფექციის შეკავება და ვირუსის შემთხვევების მინიმალიზაცია.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი სამედიცინო დახმარება, ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა და იმუნიზაციისა და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამების გაფართოება, რათა შემცირდეს ქრონიკული დაავადებების რიცხვი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული მითითებები ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას შევუერთდეთ სოლიდარობის პროცესს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წვლილი შევიტანოთ ერთობლივ ძალისხმევაში COVID– თან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოსაძიებლად“, - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო