დავით ზალკალიანი - აუცილებელია, რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ვფიქრობ, ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია

ჩვენ უკვე აქტიურად ვართ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორთან, ტურიზმის მიმართულებით, გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენმა ელჩებმა ადგილსამყოფელ ქვეყნებში, ძალიან აქტიურად იმუშაონ იმისთვის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება აქტიურად გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომ გახსნის თვალსაზრისით, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის.

„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც უაღრესად წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ჩვენთვის ეს არის ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნები ეტაპობრივად იწყებენ საზღვრების გახსნას, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უკვე გამოაცხადა როგორც პრიორიტეტული მიმართულება და ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა კიდევ უფრო გასამყარებელია. ამიტომ, ყველა ელჩი მიიღებს დამატებით ინსტრუქციებს იმ პროტოკოლებსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმებიც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებთან დაკავშრებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით აქტიური კომუნიკაცია აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ელჩებს მთავრობის მეთაურისგან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებისგან, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

„აუცილებელია ამასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია და აუცილებელია ასევე, რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენს ელჩებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა