გერმანია და საფრანგეთი კორონავირუსისგან დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ

საფრანგეთი და გერმანია გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას 500 მილიარდი ევროს ოდენობის აღდგენის ფონდი, რომელიც შეძლებს დახმარების შეთავაზებას ევროკავშირის ქვეყნებისა და რეგიონებისთვის, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაზარალდნენ კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის შედეგად. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი მხარს დაუჭერს მეტ-ნაკლებად დაზარალებულ ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონებს ევროკავშირის ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე ევროპული პრიორიტეტების შესაბამისად.

„ეს ყველაზე ცუდი კრიზისია, რომელსაც შეეჯახა ევროკავშირი თავისი ისტორიის მანძილზე. ასეთი კრიზისი მოითხოვს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიმოქმედოთ ევროპულად. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ მოკლე პასუხს კრიზისზე, გრძელი პასუხების განხილვა მოგვიწევს, რადგან საჭიროა ევროპის შემდგომი განვითარება“ , - განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, ფონდის მიზანია ევროპის კრიზისიდან ძლიერი, შეკრული და სოლიდარული გამოვიდეს.

ფონდის ასამოქმედებლად აუცილებელია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო