ნათია თურნავა - მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში

მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, ამ დღეებში საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პირველ ივლისს საქართველომ წარმატებულად შეძლოს გახსნას ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

„აქამდე გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც უძველესი ტრადიციების, ისტორიის და შესანიშნავი ბუნების მქონე ქვეყანას. ახლა გვიცნობენ, როგორც ქვეყანას, რომელმაც წარმატებით ბრძოლა შეძლო კოვიდ 19-თან, რაც სხვა ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ჩვენი ფრონტის წინა ხაზი დღეს გადის სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, საელჩოებზე და სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის გზავნილი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ დღეებში იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად შევძლოთ პირველ ივლისს გავხსნათ ჩვენი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურები ვართ, ასევე, რა წესები გვაქვს შემოღებული, რომელიც სრულიად მისაღები იქნება სხვადასხვა ქვეყნისთვის. ამ ურთიერთობების ფარგლებში უნდა გავხსნათ ე.წ. უსაფრთხო მწვანე დერეფნები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენთან ტურისტები შემოვლენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მსოფლიოს უნდა გააცნოს საქართველოს ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში.

„კოვიდის შემდეგ სამყაროში უფრო მეტად გაძლიერდება ტენდენცია დივერსიფიკაციის. ძალიან ბევრი მულტინაციონალური კომპანია ეძიებს მეტ დივერსიფიკაციას და თავისი წარმოებების გადატანა, ან ალტერნატიული წარმოებების შექმნა სურს სხვა რეგიონებში, განსხვავებით იმ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებისა, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ ასევე ნომერ პირველი არჩევანი და ამასაც ეძღვნებოდა პრემიერ-მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის საუბარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა