რომან გოცირიძე - რაც კარანტინის დროს გვინახავს და რასაც სჭირდებოდა პარლამენტის ნებართვა, ახლა ყველაფერს მთავრობა გააკეთებს, რაც არის სერიოზული ბერკეტი ხელისუფლების ხელში

ფაქტობრივად ნულამდე დადის პარლამენტის როლი საგანგებო მდგომარეობის პირობებში , - ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ინიცირებაც ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

რომან გოცირიძის განმარტებით, ეს არის ძალიან საშიში დოკუმენტი, იმდენად რამდენადაც საკმარისია ხელისუფლებას რომელიმე ქალაქში პოლიტიკური განწყობა არ მოეწონოს, რომ მთავრობა მის ჩაკეტვას შეძლებს.

„რაც კი გვინახავს ჩვენ ამ კარანტინის დროს- ქალაქების ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანების სახლში გამოკეტვა და სხვა, რასაც სჭირდებოდა პარლამენტის ნებართვა, ახლა ყველაფერს გააკეთებს მთავრობა. საკმარისია, არ მოეწონოს რომელიღაც ქალაქში პოლიტიკური განწყობილება, აღმოჩნდეს ერთი კორონავირუსი ან საერთოდ არ აღმოჩნდეს და ჩაკეტოს მთელი ქალაქი პოლიტიკური მოსაზრებით. ეს არის ძალიან სერიოზული ბერკეტი ხელისუფლების ხელში, ადამიანების უფლების შესაზღუდად, ქონებრივი უფლების შესაზღუდად, მათ შორის, ნებისმიერ ქონებას ჩამოართმევს თუ უნდა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტიურობის შესაჩერებლად. ეს არის ძალიან საშიში დოკუმენტი და დაუშვებელია მისი მიღება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა