ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, გიორგი კალანდიას ლექცია გაიმართა

18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე, „ქართველ მეფეთა და დედოფალთა ეროვნული სამოსი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონა და მოადგილე ჯაბა სამუშია.

„ლექციაზე გიორგი კალანდიამ ქართველ მეფეთა სამოსის ისტორია განიხილა, თუ რა გავლენას ახდენდა პოლიტიკური სიტუაცია ხელმწიფეების ჩაცმულობაზე, რას გვიყვება ტანსაცმელი და რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა მას. ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქართველი დიდებულები სამოსის სილამაზესთან ერთად სიმდიდრეს წარმოაჩენდნენ, რაც სამეფოს პრესტიჟულობას უსვამდა ხაზს და ასევე, აღნიშნა ისიც, რომ ქართული ისტორიული სამოსი შეგვიძლია იმ ხელოვნების ძეგლად ჩავთვალოთ, რომლის ფასი იშვიათად აქვს მსოფლიოს.

ამასთანავე, დასასრულს ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ გიორგი კალანდიას საინტერესო ლექციისთვის მადლობა გადაუხადა. დისტანციური შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა“ , - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა