ესპანეთში, 16 მარტის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში კორონავირუსისგან ბოლო დღე-ღამეში 59 ადამიანი დაიღუპა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 16 მარტის შემდეგ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი ესპანეთში 27 709-ს შეადგენს.

ამასთან, ჯანდაცვის უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულების რაოდენობა რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული 51 090-ს შეადგენს, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 22 პროცენტია.

ქვეყნის ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის, ფერნანდო სიმონის განცხადებით, ესპენთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი პანდემიის პიკში-მარტის ბოლოს 11 პროცენტს შეადგენდა, ხოლო, მაისის დასაწყისში 2 პროცენტამდე შემცირდა.

მისივე თქმით, მთავრობამ შეიმუშავა Covid-19 შემთხვევების გამოვლენის უფრო სწრაფი მეთოდი, რომელიც ინფექციის უფრო სწრაფ გამოვლენას და მკურნალობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო