მარინა ეზუგბაია - ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიგვიღია - კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელების 24 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

„დღეს მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ინფიცირების 702 შემთხვევა გვყავს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით და 456-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. უკვე სხვაობა კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210-ით აჭარბებს. ერთი ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მდგომარეობა არ შეცლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია, გამოჯანმრთელებული 24-დან 1 ჩვენია და სხვა სიტუაცია უცვლელია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დაიტოვონ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ გარეთ.

იხილეთ ვიდეო: გამოჯანმრთელებულები ინფიცირებულებს უკვე 210-ით აჭარბებს - ინფექციური საავადმყოფო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო