მცხეთის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 7 პაციენტი გაეწერა

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 7 პაციენტი გაეწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ცენტრიდან აცნობეს, ამჟამად მკურნალობას 17 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.

„მცხეთის სამედიცინო ცენტრი 1-ელი აპრილიდან გადაკეთდა ცხელების ცენტრად, ხოლო 15 აპრილიდან ემსახურება აგრეთვე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. შეგახსენებთ, რომ კლინიკა გათვლილია 100 საწოლზე და ფლობს 18 სასუნთქ აპარატს. დღეისათვის სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა არის 7, გუშინ და დღეს კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერა. 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას ცენტრში.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ კლინიკის ყველა თანამშრომელმა განმეორებით გაიარა ტესტირება და არც ერთი კოვიდდადებითი პასუხი არ აღმოჩნდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს